LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„The Weeknd უნდა დასრულდეს“ – არტისტი ფსევდონიმს აღარ გამოიყენებს

163
38615702-0-image-a-10_1611884582539

The Weeknd ფსევდონიმის გამოყენებას აღარ აპირებს,  ის კარიერას აბელ ტესფაიეს სახელით გააგრძელებს. აბელმა სახელი გაითქვა როგორც The Weeknd-მა, თუმცა რამდენიმეწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდგომ  მასზე უარის თქვა სურს.

„მე აუცილებლად კიდევ შევქმნი მუსიკას, შეიძლება როგორც აბელი, შეიძლება როგორც The Weeknd, მაგრამ მე მინდა The Weeknd დასრულდეს და ამას საბოლოოდ აუცილებლად გავაკეთებ, შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი ალბომი ამ სახელით“, – განაცხადა მომღერალმა გამოცემა W Magazine-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, აბელი და ლილი-როუზ დეპი ახალ სერიალში, The Idol ერთიანდებიან. HBO-ს პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. მისი რეჟისორი Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონია.

ლილი როუზ დეპისა და The Weeknd-ის საოცარი ტანდემი – ნახეთ The Idol-ის „თრეილერი“

პლანეტის ყველაზე პოპულარული არტისტი – The Weeknd „გინესის წიგნში“ შეიყვანეს

Spotify-ზე ყველაზე პოპულარული სიმღერა The Weeknd-ის Blinding Lights გახდა – ნახეთ სრული სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები