LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმოტი შალამე კლასიკად ქცეული ფილმის პრიქველში – პირველი კადრები ფილმიდან „ვონკა“

211
page

სულ მალე ეკრანებზე გამოდის პოლ კინგის ახალი ფილმი „ვონკა“, სადაც მთავარ როლს დღეს ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა მსახიობი, ტიმოტი შალამე ასრულებს.

ფრანგული წარმოშობის ვარსკვლავს მაყურებელი რამდენიმე გახმაურებული პროექტიდან იცნობს, ის ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და თითქმის ყველა პრესტიჟული პრემიის ნომინანტია.

ახალი ფილმი, რომელსაც კინოკომპანია „ვორნერ ბროსი“ უშვებს, ვილი ვონკას ისტორიას გვიყვება. უფრო კონკრეტულად კი, მის ცხოვრებას, გახმაურებული შოკოლადის ქარხნის გახსნამდე.

ფილმის სწორედ 1964 წლის კლასიკად ქცეული კინოსურათის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ პრექველია. ახალი ფილმის თრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g