ემბერ ჰარდზე გამარჯვების მოპოვებისა და რეპუტაციის აღდგენის შემდეგ, ჯონი დეპი კინოეკრანებს „მეფურად“ უბრუნდება. ის მაივენ ლე ბესკოს მიერ გადაღებულ ფილმში „ჟანა დიუ ბარი“ ლუდოვიკო XV-ის როლს ასრულებს. მას ფილმში პარტნიორობას პიერ რიშარი უწევს.
ახლახან ინტერნეტსივრცეში უახლესი კადრები გავრცელდა. 59 წლის მსახიობი მეფურ ტანისამოსში შეუდარებლად გამოიყურება.
რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმი ჟანა დიუ ბარის ისტორიას გვიყვება, რომელიც 1743 წელს მკერავების ოჯახში დაიბადა. უდიდესი მომხიბვლელობისა და შარმის წყალობით, ის წლების შემდეგ მეფე ლუი XV-ის ფავორიტი გახდა.
ჯონი დეპმა უკურნებელი სენით დაავადებულ პატარა ბიჭუნას სურვილი შეუსრულა და ჯეკ ბეღურად გადაიქცა