LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვიტერმა“ ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება

162
page

„ტვიტერზე“ ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

„ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა და შრიფტის ზომა“, – წერს მასკი.

ცნობისთვის, ორი თვის წინ მასკმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვერიფიკაციის ნიშნების სხვადასხვა ფერის სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა 2 დეკემბრიდან ჩაეშვა. მისი განცხადებით, ცისფერი ნიშნებით კვლავ ადამიანები ისარგებლებენ, კომპანიებს ოქროსფერი, სამთავრობო ორგანიზაციებს კი ნაცრისფერი ნიშნები ექნებათ.

„ტვიტერი“ სიმბოლოების ლიმიტის გაზრდას გეგმავს

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები