LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვას მომავლ წელს დაიწყებს

119
page

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი, სახელწოდებით Optimus გასაყიდად შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე მზად იყოს. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორმა ილონ მასკმა ინვესტორებთან განაცხადა.

„ვფიქრობ, Tesla საუკეთესო პოზიციაზეა ჰუმანოიდური რობოტის ნებისმიერ მწარმოებელთან შედარებით, იმისთვის, რომ რობოტზე ეფექტური დასკვნების დახმარებით მის მასობრივ წარმოებას მიაღწიოს“, – ამბობს მასკი.

ცნობისთვის, Tesla-მ თავისი Optimus-რობოტის პირველი თაობა, სახელად, Bumblebee 2022 წლის სექტემბერში გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს გარდა, ჰუმანოიდ რობოტებს უკვე რამდენიმე წელია იაპონური კომპანიები, Honda, Hyundai Motor და Boston Dynamics ავითარებენ.

ვიდეო: გაიცანით Optimus Gen 2 – Tesla-მ ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა

ვიდეო: Tesla-მ ახალი თაობის რობოტი Optimus წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები