LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალში აღარ იქნება ტელეფონები“ – ილონ მასკი განცხადებას ავრცელებს

145
page

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე ახალი განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ მომავალში ადამიანებს ტელეფონებს აღარ დასჭირდებათ და კომუნიკაციისთვის ტვინის იმპლანტებს გამოიყენებენ.

„მომავალში აღარ იქნება ტელეფონები, იქნება მხოლოდ Neuralink“, – წერს მილიარდერი.

შეგახსენებთ, ტვინში პირველი ჩიპი უკვე ჩაუდგეს ადამიანს.

„ამ პროცედურის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, დამოუკიდებელი გავხდი, მე ტვინით მუშაობა შემიძლია და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა… მე მჯეროდა ღმერთის, მწამდა რომ მას საუკეთესო რამ ჰქონდა მომზადებული ჩემთვის” – აცხადებს პაციენტი, ნოლანდ არბო.

ვიდეო: „ამ პროცედურის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა” – მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს

ილონ მასკი ისევ ყველაზე მდიდარი ადამიანია

ილონ მასკი აპირებს, რომ თავის კომპანიებში აიფონები აკრძალოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები