ბოლო პერიოდში 54 წლის სელმა ჰაიეკი „ინსტაგრამზე“ გააქტიურებულია, ის პიკანტურ ფოტოებს ხშირად ავრცელებს. ახლახანს მსახიობმა მორიგი ფოტოები გაავრცელა, სადაც სანაპიროზე, შავ ბიკინიში პოზირებს და მედიტირებს.
„მგონი, ადამიანები ჩემი ფოტოებით დავღალე, მათ ჰგონიათ, რომ მე ყოველ დღეს სანაპიროზე ვატარებ, არა, ეს ფოტოები ჩემი შვებულების დროს გადავიღე. ასევე მინდა გითხრათ, რომ თვითიზოლაციის პერიოდში წონაში მოვიმატე“, – წერს ვარსკვლავი.
მსახიობი ასევე გამოტყდა, რომ დიეტა და სპორტული აქტივობები დასჭირდა, რათა ბიკინი კვლავ მოეხდინა.