ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი მორიგ ერთობლივ ფილმზე მუშაობენ. მძაფრსიუჟეტიან ფილმში, სახელწოდებით „შეუჩერებელი“ ერთ- ერთ მთავარ როლს, ბენ აფლეკის მეუღლე, ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. ჯეი ლო გადასაღებ მოედანზე პირველად დააფიქსირეს. მას მკლავზე უზარმაზარი ტატუ ჰქონდა, 53 წლის ვარსკვლავს ჯვარცმა ეხატა, რომელიც ვარდებით იყო გაფორმებული. ცხადია, ეს ყალბი ტატუ იყო, მხოლოდ და მხოლოდ როლისთვის დახატული.
„ტატუ და უჟმურობა გადამდებია“, „როგორი სევდიანი სახე აქვს“, „რამხელა ტატუა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, მსგავსი თემატიკის ტატუ აქვს ბენსაც. მას ხანჯალი ახატია, რომელიც ვარდებითაა გაფორმებული. სხვათა შორის, წყვილმა, „ვალენტინობაზე“ ერთნაირი ტატუები გაიკეთა. რომლებიც პასუხისმგებლობის, უსასრულობისა და მარადიული სიყვარულის სიმბოლოს ასახავენ.
„ბენიფერმა“ „ვალენტინობაზე“ ერთნაირი ტატუ გაიკეთა – ჯეი ლო ფოტოების სერია ავრცელებს
ტრადიციული კოცნა და მარადიული სიყვარული – „ბენიფერი“ ახალი ფილმის „დედა“ პრემიერაზე