53 წლის მერაია ქერი „ვალენტინობის“ საღამოს, ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. ის თავის 11 წლის ტყუპებთან ერთად რესტორანში მიემართებოდა.
არტისტის ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, პომპეზური იყო. მას წითელი, გრძელი, კლასიკური კაბა ამშვენებდა, მის „ლუქს“კი თეთრი ქურქი ასრულებდა. ქერის ხელში ვარდი ეჭირა.
რაც შეეხება მის შვილებს, 11 წლის მონროს წითელი კაბა ეცვა, მოროკანი კი სპორტულებში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, ქერის ტყუპები ნიკ ქენონისგან ჰყავს.
„უსაყვარლესები არიან“, „ვის ჰგვანან?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის მერაია უკვე წლებია 39 წლის ბრაიან ტანაკას ხვდება.