LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შობის დედოფალმა“ სცენაზე „შობის პრინცესა“ გამოიყვანა – მერაია ქერისა და მისი 11 წლის ქალიშვილის ერთობლივი პერფორმანსი

175
page

მერაია ქერი კორონავირუსის გადატანის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მან რამდენიმე დღის წინ გამართულ საახალწლო კონცერტზე 11 წლის ქალიშვილი, მონრო გამოიყვანა. ულამაზესმა დედა-შვილმა საშობაო კომპოზიცია შეასრულა.  52 წლის მერაია და 11 წლის მონრო თეთრი კაბებში იყვნენ გამოწყობილნი და შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

„ეს ჩემი პატარაა“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია „შობის დედოფალმა“.

ცნობისთვის, მომღერლის საკულტო სიმღერა, All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია. ის „ბილბორდის“ ცხელ ჩარტში პირველ პოზიციაზე განთავსდა.

მერაია ქერის საკულტო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია

ვიდეო: ასე გახსნა მერაია ქერიმ შობა-ახალი წლის სეზონი

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mariah Carey (@mariahcarey)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები