რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ანიმაციური ფილმების გმირები თქვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ვარსკვლავებს ჰგვანან – ალბათ, არაერთხელ.
მიზეზი მარტივია, რადგან მულტფილმების პერსონაჟებსა და ცნობილ სახეებს შორის მსგავსება უდავოდ შესამჩნევია. მეტიც, ირკვევა, რომ რამდენიმე მათგანი სწორედ პოპულარული სელებრითების ანალოგიურად სხვა რეალობაში გადახატეს.
აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლიმ, უილ სმიტმა, კამერონ დიასმა და სხვებმა მულტიპლიკაციებისთვის სპეციალური როლიც მოირგეს და ორეულების გამხმოვანებლად მოგვევლინენ.
გთავაზობთ ჰოლივუდელებს, რომლებიც ანიმაციური ფილმების გმირებს ჰგვანან:
ანჯელინა ჯოლი – ლოლა მულტფილმიდან ,,ზვიგენების ამბავი”
რობინ უილიამსი – ჯინი მულტფილმიდან ,,ალადინი”
უილ სმიტი – ოსკარი მულტფილმიდან ,,ზვიგენების ამბავი”
დენი დევიტო – ფილი მულტფილმიდან ,,ჰერკულესი”
როუენ ატკინსონი – ზაზუ მულტიფლმიდან ,,მეფე ლომი”
ტინა კუნაკი – მოანა მულტფილმიდან ,,მოანა”
ელენ დეჯენერისი – დორი მულტფილმიდან ,,დორის ძიებაში”
კამერონ დიასი – ფიონა მულტფილმიდან ,,შრეკი”
ამანდა სეიფრიდი – რაპუნცელი მულტფილმიდან ,,რაპუნცელი: ჩახლართული ამბავი”
კრის ჰემსვორტი – ჯონ სმიტი მულტფილმიდან ,,პოკაჰონტასი”
ლედი გაგა – მარჯ სიმფსონი ანიმაციური სიტკომიდან ,,სიმფსონები”
ჯონი დეპი – ვიქტორ ვან დორტი მულტფილმიდან ,,პატარძლის გვამი”
ჰელენა ბონემ კარტერი – ემილი მულტფილმიდან ,,პატარძლის გვამი”
ადამ სენდლერი – დრაკულა მულტფილმიდან ,,სასტუმრო ტრანსილვანია”