მეგ რაიანმა 80-იანი წლების საკულტო ფილმის გაგრძელება დააანონსა. საუბარია რომანტიკულ მელოდრამაზე „როცა ჰარი შეხვდა სალის“, სადაც მეგ რაიანის პარტნიორი ბილი კრისტალი იყო. 63 წლის მეგ რაიანმა 76 წლის კრისტალთან „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწეროთ: „ეს საბოლოოდ მაინც მოხდა, მოუთმენლად ველი დღეს, როცა საოცარ სიურპრიზს გაგიზიარებთ“ – დაწერა მსახიობმა.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, შედგება თუ არა რობ რაინერის ფილმის გაგრძელება, თუმცა, ეს შეგვიძლია ჯერ მხოლოდ ვივარაუდოთ.
გაჩნდა ვერსია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა მსახიობები „სუპერ ბოულის“ სარეკლამო გადაღებისთვის შეიკრიბნენ. საინტერესოა, რომ ახალ ფოტოზე მეგ რაიანიც და ბილი კრისტალიც სწორედ ისე იყვნენ გამოწყობილნი, როგორც მათი გმირები წლების წინ.
62 წლის მეგ რაიანის დახვეწილი გამოჩენა „სარაევოს კინოფესტივალზე“
ძველი მეგ რაიანი დაბრუნდა – 62 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე

