LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბრუნება 20 წლის შემდეგ – „რა ხდება მოგვიანებით“ – მეგ რაიანისა და დევიდ დუხოვნის მელოდრამის პირველი „თრეილერი“

156
page

61 წლის მეგ რაიანი და 63 წლის დევიდ დუხოვნი ახალი მელოდრამისთვის ერთიანდებიან. „რა ხდება მოგვიანებით“, ასე ჰქვია ნოსტალგიურ ფილმს, რომლის პრემიერაც 13 ოქტომბერს შედგება.

პირველი „თრეილერი“ უკვე გავრცელდა. მეგი და დევიდი ყოფილი წყვილის როლს ასრულებენ, ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ შეხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათ შორის „ნაპერწკალი“ კვლავ არსებობს.

ცნობისთვის, 2001 წლის შემდეგ ეს რაიანის პირველი მელოდრამაა. ბოლოს მსგავსი ჟანრის ფილმში მეგიმ პარტნიორობა ჰიუ ჯეკმანს გაუწია, ფილმში, „ქეითი და ლეოპოლდი“.

პირველი მელოდრამა 20 წლის შემდეგ – 60 წლის მეგ რაიანი და 61 წლის დევიდ დუხოვნი ფილმში „რა ხდება მოგვიანებით“

პლასტიკური ოპერაციის მორიგი მსხვერპლი – 61 წლის მეგ რაიანის ცნობა შეუძლებელია – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები