მეგ რაიანი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა. 62 წლის მსახიობი პაპარაცებმა სანტა-ბარბარას ქუჩებში გადაიღეს. ამ დღეს ფრანგული კოცნის ვარსკვლავი თავისუფალი სტილის შარვალსა და შავ მაისურში იყო გამოწყობილი, მის ლუქს დიდი ზომის ქუდი და მზის სათვალე ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ მეგი შესანიშნავად გამოიყურება.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ რაიანმა გამოცემა Glamour-ის გარეკანი დაამშვენა და ინტერვიუში ასაკის მატებაზე გულწრფელად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ როგორც კი 60 წლის გახდა, უამრავ უმნიშვნელო დეტალზე ფიქრი და ნერვიულობა შეწყვიტა.
ძველი მეგ რაიანი დაბრუნდა – 62 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე
„დაბერების პროცესი არც თუ ისე საშიშია“ – 62 წლის მეგ რაიანი Glamour-ის გარეკანზე