LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ახალ რომანტიკულ ფილმში „რა იქნება მერე?“ – პირველი თრეილერი

323
მეგ-რაიანი

რომანტიკული ფილმების ვარსკვლავი მეგ რაიანი ეკრანებზე ახალი ფილმით ბრუნდება. 61 წლის ვარსკვლავისთვის ეს არის პირველი დიდი როლი ეკრანზე ხანგრძლივი კარიერული პაუზის შემდეგ. ფილმის რეჟისორი თავად მეგ რაიანია და მასთან ერთად ფილმში მთავარ როლს დევიდ დუხოვნიც ასრულებს.

„რა იქნება მერე?“ – ასე ჰქვია ახალ რომანტიკულ მელოდრამას, რომელიც ყველას გაგახსენებთ 90-იანი წლების კინოშედევრებს, „თქვენთვის წერილია“ და „უძინარნი სიეტლში“. სცენარი ფილმისთვის კერკ ლინიმ დაწერა.

ფილმში მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ყოფილი შეყვარებულების როლს ასრულებენ, რომლებიც წლების შემდეგ ერთმანეთს აეროპორტში ხვდებიან.

რა მოხდება მერე, ამას მაყურებელი ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებს, პირველი თრეილერი კი უკვე ხელმისაწვდომია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები