LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავობამდე და შემდეგ – ცნობილების რადიკალურად შეცვლილი გარეგნობა

377
#სტუმრადვარსკვლავთან

ბუნებრივია, როდესაც ადამიანი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხდება, საკუთარ თავს უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს. თუკი აქამდე რაიმეს შეცვლის რესურსი არ ჰქონდა, ახლა ყველაფერი მის ხელთაა. პოპულარობის მოპოვების შემდეგ უამრავი ვარსკვლავის გარეგნობა, ჩაცმის სტილი, იმიჯი, გემოვნება და მანერები შეიცვალა და ეს უჩვეულო სულაც არ არის. თუკი მათ საარქივო ფოტოებს სადმე წააწყდებით, შესაძლოა ისინი ვეღარც  კი იცნოთ.

გთავაზობთ 10 ვარსკვლავს, რომლებმაც გარეგნობა პოპულარობის მოპოვების შემდეგ რადიკალურად შეცვალეს

პირველ და მეორე ადგილებს კარდაშიანების კლანის ღირშესანიშნავი წარმომადგენლები, ქლოე კარდაშიანი და კაილი ჯენერი იკავებენ. ჰლოე პოპულარული კარდაშიანების რეალითი შოუდან გახდა, რომელიც პირველად 2007 წელს აჩვენეს. მას შემდეგ ჩვენ ჰლოეს ტრანსფორმაცია არაერთხელ ვიხილეთ. მკვეთრი მაკიჟის შემდეგ მან არჩევანი სადა ფერებსა და დახვეწილ იერზე გააკეთა. რა თქმა უნდა, საქმეში ქირურგის ხელიც ურევია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ცნობილ გოგონას კლანიდან, – კაილი ჯენერის პოპულარობამდე გადაღებულ ფოტოებს თუ ნახავთ დარწმუნდებით, რომ „ბიუთი მაგნატის“ ახლანდელი გარეგნობა სრულად პლასტიკური ქირურგიის ჩარევის დამსახურებაა. თუმცა ამას თავად კატეგორიულად უარჰყოფს.

პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდეს ტრანსფორმაცია ყველაზე მეტად მის კანის ფერს ეტყობა. რატომღაც მომღერალი დროთა განმავლობაში უფროდაუფრო მუქი კანით ჩნდება.

ორლანდო ბლუმის 36 წლის მეუღლე, კეტი პერი კვლავ გამორჩეულია კაშკაშა იმიჯით. ის ხან სადეზინფექციო საშუალებების კოსტიუმს ირგებს, ხანაც ნაძვის ხის ფორმაში ჩნდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ყოველდღიური იმიჯი ბევრად უფრო აკადემიური და დახვეწილი გახდა.

32 წლის ადელი კი ნამდვილად რეკორდსმენია ტრანსფორმაციაში. გასული წლის განმავლობაში არტსიტამა 40 კგ. დაიკლო. შესაბამისად შეიცვალა ჩაცმის სტილიც. მისი ცნობა ახლა უკვე შეუძლებელია.

აღარაფერი დარჩა ჰანა მონტანასგან , მაილი საირუსი ახლა ეპატაჟური და დახვეწილი გოგონაა, რომელიც  პოპ-მუსიკის შესრულებით უკვე დაიღალა და ცდილობს როკ-ინდუსტრიაში დაიმკვიდროს სახელი.

რაც შეეხება კრისტინა აგილერას, გარდა იმისა, რომ ასაკთან ერთად მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, აშკარაა მისი სტილის ტრანსფორმაციაც. ახლა ის ცდილობს კონსევატიულ იერს მიანიჭოს უპირატესობა და წონა შენიღბოს.

წითური, ხუჭუჭა თმა – ზედმეტად თეთრკანიანი ჰოლივუდელი გოგონასგან აღარაფერი დარჩა. ნიკოლ კიდმანი ახლა 53 წლისაა და ცდილობს ასაკის შესაბამისად გამოიყურებოდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავს სახეზე არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული.

თვალსაჩინო გარდაქმნა განიცადა ვამპირ ედვარდზე შეყვარებულმა ბელამაც. კრისტენ სტიუარტმა არამხოლოდ საკუთარი გარეგნობა და სტილი შეცვალა, არამედ სექსუალური ორიენტაციაც. გარდა ამ რადიკალური ცვლილებისა, გასულ წელს მსახიობი „ათწლეულის მსახიობად“ დაასახელეს, ის მალე პრინცესა დიანას როლს მოირგებს.

და ბოლოს, ერთადერთი მამაკაცი ჩვენს ათეულში – ეს გახლავთ ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც პოპულარული 90-იანი წლების ბოი ბენდის NSYNC წყალობით გახდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ის არაერთი ჰიტის ავტორია და საკმაოდ საინტერესო კინო-როლებიც აქვს მორგებული. რაც შეეხება მის გარეგნობას,  ყვითლად შეღებილი ხუჭუჭა თმა უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.