LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბალენსიაგას“ ალისფერი კაბა და „დოლჩე და გაბანას“ პიკანტური თეთრეული – 56 წლის ნიკოლ კიდმანი Elle-ის გარეკანზე

138
page

56 წლის ნიკოლ კიდმანი Elle-ის ამერიკული ნომრის გარეკანზე მოხვდა. ის ცნობილი ფოტოგრაფის, მარიო სორრენტის ფოტოობიექტივის წინაშე პოზირებდა. მსახიობმა „ბალენსიაგას“ ალისფერი კაბა მოირგო, აგრეთვე ერთ-ერთ ფოტოში მას „დოლჩე და გაბანას“ შავი თეთრეული ამშვენებს.

მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის კარიერა მეორე ადგილზეა და ის სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს, დიდ დროს ატარებს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

„გლამურული ღონისძიებები და წითელ ხალიჩაზე სიარული მღლის ხოლმე, ერთი სული მაქვს, სახლში წავიდე, გავიხადო კაბა და კომფორტული სვიტერი ჩავიცვა“, – აცხადებს ნიკოლი.

ცნობისთვის, კიდმანი ახლა ეროტიკული ჟანრის კინოსურათში, სახელწოდებით „პატარა“ იღებს მონაწილეობას. ის კომპანიის დირექტორის როლს ასრულებს, რომელსაც ასაკით ბევრად უმცროს მამაკაცთან აქვს რომანი.

„აი ეს არის დახვეწილი ლუქი“ – 56 წლის ნიკოლ კიდმანის გამოჩენა ეროტიკული ფილმის გადასაღებ მოედანზე

მოშიშვლებული კაბა და მარადიული სილამაზე – 56 წლის ნიკოლ კიდმანის უზადო „ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები