LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანს ეროტიკულ თრილერში მასზე 29 წლით უმცროსი ჰარის დიკინსონი უყვარდება

215
Untitled

მალე, ჰალინა რეინის ეროტიკული თრილერის – Babygirl პრემიერა შედგება. ფილმის სიუჟეტი მაღალი რანგის აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ტრიალებს, რომელიც საგრძნობლად ახალგაზრდა, მომხიბვლელ სტაჟიორთან აკრძალულ რომანს იწყებს.

,,ეს კინემატოგრაფიული ნამუშევარი იკვლევს ძალაუფლების დინამიკისა და სექსუალობის სირთულეებს პროფესიონალურ გარემოში,” – აღნიშნულია პრესრელიზში.

კინოსურათში, 40 წლის CEO-სა და 21 წლის ინტერნს, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ასაკობრივი სხვაობით, 56 წლის ნიკოლ კიდმანი და 27 წლის ჰარის დიკინსონი განასახიერებენ.

პროექტი, რომელშიც ასევე ანტონიო ბანდერასი, ჟან რენო და სოფი უაილდი მონაწილეობენ, წარმობაში გასული წლის ბოლოს ჩაეშვა.

კადრები გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები