LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადა შავი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – 58 წლის ნიკოლ კიდმანი „შანელის“ ჩვენებაზე

1618
ნიკოლ კიდმანი

ლაკონური შავი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი მარადიული და იდეალური კომბინაციაა, რაც ადასტურებს, რომ მინიმალიზმი არასდროს გადავა მოდიდან. ეს სტილი ჰოლივუდის მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „შანელის“ მოდის ჩვენებაზე გამოსვლისთვის აირჩია. ბრენდმა 2026 წლის საკრუიზო კოლექცია წარმოადგინა.

რა ხდება ნიკოლ კიდმანის პირად ცხოვრებაში – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

ნიკოლს „შანელის“ დახვეწილი კაბა ეცვა გრძელი სახელოებითა და ასიმეტრიული ბოლოთი, რომელსაც მოშიშვლებულ ზურგზე ბუმბულის დეტალი ამშვენებდა.  კაბა იდეალურად ერწყმოდა მსახიობის სხეულს, მან ლუქი შეავსო ღია ფეხსაცმლით, მზის სათვალით და ერთადერთი გამორჩეული ნივთით – პატარა მართკუთხა ჩანთით.

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ დუმილი დაარღვია – 58 წლის მსახიობი Variety-ის გარეკანზე

აქ რა ხდება? – ნიკოლ კიდმანისა და საიმონ ბეიკერის ურთიერთობა განხილვის მთავარი თემა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები