ძმები ჰემსვორტები რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავენ, ამაზე მათი სხეული მოწმობს. უფრო მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ, უფროსმა ჰემსვორტმა გაანაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს, უფასოდ ავარჯიშებს.
კრის ჰემსვორტი ნებისმიერ მსურველს უფასოდ ავარჯიშებს
პროგრამა 6 კვირიანია და მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ოფიციალურ გვერდზე უნდა გაიაროთ
„თორის“ გმირს არც მისი უმცროსი ძმა ჩამორჩება. სერფინგი და ჯანსაღი კვება – ლიამ ჰემსვორტი ვეგანურ დიეტაზე იმყოფებოდა. თუმცა, თირკმელში ქვების გაჩენის შემდეგ იძულებული გახდა, ვეგანობისთვის თავი დაენებებინა.
მსახიობმა Men’s Health-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ის შესანიშნავად გამოიყურება და სულ რაღაც 15 ევროიან მაისურში პოზირებს.
„მე ვეგანი 4 წელი ვიყავი, თუმცა, როდესაც თირკმელზე ოპერაცია დამჭირდა, ვეგანად ყოფნა შუძლებელი გახდა.“ – აცხადებს 30 წლის ვარსკვლავი