LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: LG-მ დასაკეცი ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო

72
lg-rollable-tv-ces-2019-key-visual

კომპანია LG-მ მსოფლიოში პირველი დასაკეცი ტელევიზორის, Signature OLED R გაყიდვა დაიწყო. ინოვაციური მოწყობილობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომაროებს, რომ  მისი ყურების შემდეგ, ეკრანის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკეცვა და სრულიად გაუჩინარებაა შესაძლებელი.

ტელევიზორს 65-დიუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი აქვს, რომელიც გამოსახულების 4K გარჩევადობით გამოირჩევა. ეკრანს გასაშლელად 10 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.  ტელევიზორი 100 ვატი სიმძლავრის აკუსტიკური სისტემითაა აღჭურვილი და webOS ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

LG Signature OLED R-ის შეძენა ჯერჯეობით მხოლოდ  სამხრეთ კორეის ტექნიკის მაღაზიებშია შესაძლებელი, მისი ფასი კი 87 000 აშშ დოლარს შეადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=f9zE8w2fm6c

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები