გუშინ მსოფლიომ სიყვარულის დღე იზეიმა. საზოგადოების ყურადღება რა თქმა უნდა ჰოლივუდისკენ იყო მიპყრობილი. დიახ, ისევ და ისევ ჯეი ლოზე უნდა გიამბოთ.
51 წლის ვარსკვლავმა 142 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს ვიდეო გაუზიარა. მისმა საქმრომ, ალექს როდრიგესმა მას საოცარი სიურპრიზი მოუწყო. ლოპესი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როდესაც წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული დაინახა. ყვავილებზე ბუშტებიც იყო დამაგრებული, საწოლზე კი ვარდის ფურცლებით მათი ინიციალები იყო გამოსახული.