LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა

1412
Untitled.pngHG

ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2022 წლის „ოსკარის“ ტრიუმფატორი ,,კოდა” გახდა, ღონისძიებას ექსცესებისა და დასამახსოვრებელი მომენტების გარეშე არ ჩაუვლია.

,,კოდა” ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა – „ოსკარი“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

კრის როკმა ცერემონიაზე ჯადა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის, უილ სმიტის განრისხება გამოიწვია, სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.

„ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!“, – თქვა სმიტმა.

მოგვიანებით უილ სმიტს „მამაკაცის როლის“ საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“  გადაეცა, მან სამადლობელ სიტყვაში ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ცნობისთვის, პინკეტ სმიტს ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა არ ეზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები