LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის ქართველია“ – HBO-ს სერიალში დემნა გვასალია ახსენეს

155
page

რამდენიმე დღის წინ, HBO-ს ახალი სერიალის „ის ვართ, ვინც ვართ“ (We Are Who We Are) პრემიერა შედგა. სერიალის მეხუთე ეპიოზოდში მთავარი გმირი, სახელად ფრეიზერი, დიალოგში სამომავლო გეგმებზე საუბრობს და დიზაინერ დემნა გვასალიას ახსენებს.

– „დემნა გვასალიას შესახებ გსმენია?“
– „ვშიშობ, რომ არა“.
– „კარგი, ის Vetemenet-ის მთავარი დიზაინერია და ახლა Balenciaga-სთვის ქმნის ტანისამოსს. ის ქართველია და მას ბავშვობიდან ახსოვს ომი. მან ეს კოლექცია შექმნა Balenciaga-სთვის,  მან ომის მოგონებები ქსოვილად აქცია“, – ნათქვამია დიალოგში.

სერიალის ნაწყვეტი სოციალურ ქსელში თავად დემნა გვასალიამაც გაავრცელა.

https://www.instagram.com/p/CGaeXXmBUdQ/?utm_source=ig_embed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები