ზოგჯერ, ლეგენდარული მუსიკალური კოლექტივების, ლეგენდარული წევრებიც ებმებიან კონფლიქტურ სიტუაციებში, თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, ეს ფაქტი, მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში სამუდამოდ იწერება.

პანკი, როკი, ჰიპ-ჰოპი –  ეს სწორედ ის ჟანრებია, სადაც აგრესია, ეპატაჟი ყველასა და ყველაფრის წარმმართველია. ისტორიას სცენაზე, არაერთი ხელჩართული ბრძოლა ახსოვს – „ფორტუნა პლუსი“ ტოპ-5, სცენაზე გამართულ, ხელჩართულ ბრძოლას გთავაზობთ, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები  ისეთი მუსიკალური არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: The Stone Roses-ის ბრონტმენი, იენ ბრაუნი, Sex Pistols-ს ლიდერი, სიდ ვიშეზი, Guns N’ Roses-ის ლეგენდარული ექსლ როუზი, Nirvana-ს ფრონტმენი კურტ კობეინი და ჰიპ-ჰოპ არტისტი, სნუპ დოგი.

5. The Stone Roses/იენ ბრაუნი

ბრიტანული როკ-ჯგუფის, The Stone Roses-ის ვოკალისტი, იენ ბრაუნი, 2005 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ კონცერტზე გამოსვლისას, აპარატურის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა და კონცერტი შეწყვიტა. ამან კი ღონისძიების ორგანიზატორი იმდენად გააღიზიანა, რომ ის ჯგუფის ფრონტმენს ეცა და ცემა დაუწყო, ჩხუბში ჯგუფის დანარჩენი წევრებიც ჩაერთნენ და სცენა ნამდვილ რინგს დაემსგავსა.

4.  Sex Pistols/სიდ ვიშეზი

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული პანკ ჯგუფს Sex Pistols უამრავი კონფლიქტი გადაუტანია, თუმცა, 1978 წელს გამართულ კონცერტზე ჩხუბი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჯგუფი ქანთრი მუსიკის განკუთვნილ სცენაზე გამოვიდა. ბენდის ფრონტმენი, ჯონი როტენი აუდიტორიას უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, საპასუხოდაც არანაკლებ გინებას იღებდა. კულმინაციამ კი მაშინ მიაღწია, როდესაც ერთ-ერთი მსმენელი სიდ ვიშეზს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, ბასისტმაც ინსტრუმენტი მოიმარჯვა და მას ჩაარტყა.

3. Guns N’ Roses /ექსლ როუზი

თუკი ლეგენდარული ჯფუფის, Guns N’ Roses-ის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, კარგად გეცოდინებათ, რომ ექსლ როუზი ნამდვილი მეამბოხეა. სენტ-ლუისში გამართულ კონცერტზე მუსიკოსმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი მსმენელი მას ფოტოებსდ უღებდა, მან ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა როუზის მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. მაშინ ექსლმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, ხალხში გადახტა და ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდა.

2. Nirvana/კურტ კობეინი

1991 წელს გამართული კონცერტზე, კომპოზიციის Love Buzz შესრულებისას, ჯგუფის ფრონტმენი, კურტ კობეინი დარბაზში გადახტა და სცენაზე მდგარ მონიტორს ფეხი მოარტყა. ძვირადღირებული აპარატურის დაზიანების თავიდან ასაცილებლად დაცვის თანამშრომელმა ეპატაჟური არტისტის დამშვიდება სცადა,  თუმცა, ამან სიტუაცია უფრო დაძაბა და საპასუხოდ, თავში კურტის გიტარა მიიღო.

1. სნუპ დოგი

სნუპ დოგთან დაკავშირებული ამბავი კომიკური და ამავე დროს სევდიანიცაა. 2005 წელს სიეტლში გამართულ კონცერტზე სნუპის ფანს რიჩარდ მოეჩვენა, რომ კუმირმა სცენაზე იხმო. გახარებულმა მსმენელმა საკუთარ კერპთან მიახლოება დააპირა, თუმცა, მას დაცვა და სცენაზე მყოფი სხვა რეპერები ეცნენ და სცემეს. საბოლოოდ კი დაზარალებულმა ჰიპ-ჰოპ არტისტს უჩივლა და ზარალის ასანაზღაურებლად 22 მილიონი დოლარი მოსთხოვა.

 

 

კატეგორიები: TOP 10 შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05