LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტი მსოფლიოში – ჩინეთში წარადგინეს მატარებელი, რომელიც საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს

547
page

ჩინეთში მაგნიტურ ბალიშზე მოძრავი მატარებელი წარადგინეს, რომელიც საათში 600 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტია მსოფლიოში.

მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მატარებელი მაგნიტურ ბალიშზე გადაადგილდება და რელსების ზედაპირს არ ეხება – მას ელექტრომაგნიტური ველის ძალის მეშვეობით მართავენ.

უახლესი მატარებელი პეკინსა და შანხაის შორის მანძილს, 1 302 კილომეტრი, 2,5 საათში დაფარავს. აღნიშნული მონაცემებით კი ის თვითმფრინავის რეკორდულ სიჩქარეს დაფარავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები