LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გადარიცხა ყველაზე სოლიდური თანხა – ვარსკვლავები ავსტრალიისთვის ერთიანდებიან

424
23332952-0-image-a-1-1578908649855

გასული წლის  სექტემბრიდან ავსტრალიის კონტინენტზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც უკვე 6 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა.

ამ გლობალურმა ფაქტმა უკვე უამრავი ცნობილი ადამიანის ყურადღება მიიქცია, ისინიც თანხებს არ იშურებენ და ერთმანეთის მიყოლებით რიცხავენ მილიონებს ავსტრალიის ფონდში, რომელიც მეხანძრეებისთვის, რესურსების მოძიებისთვისა და ეკოლოგისთვისაა გამოყოფლი.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე მსახიობმა ქეით ბლანშეტმა ეს თემა წინ წამოწია და ვარსკვლავების მობილიზება მოახდინა, რამაც შედეგი მართლაც გამოიღო.

განცხადებას ჯაჭვური რეაქცია მოგყვა და მსოფლიოს ვარსკვლავები ავსტრალიისთვის გაერთიანდნენ. რასელ ქროუ  ხანძართან მებრძოლ ორგანიზაციას $105 000 ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადასცა.

https://www.instagram.com/p/B5b4R9FBg-C/?utm_source=ig_embed

1 მილიონი დოლარი გადარიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მსახიობმა კრის ჰემსვორტმაც.

ოსკარის მფლობელმა  ნიკოლ კიდმანმა, კეიტ ურბანთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციებს  $500 000 გადაურიცხა და სხვებსაც დახმარებისკენ მოუწოდა.

https://www.instagram.com/p/B66mowFpyI9/?utm_source=ig_embed

„განადგურებული ვარ იმით, რაც ავსტრალიაში ხდება, ადგილობრივ სახანძრო განყოფილებებს 500 ათას დოლარს ვურიცხავ“, – წერს პინკი „ტვიტერზე.“

https://twitter.com/Pink/status/1213350834672586752?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1213350834672586752&ref_url=https%3A%2F%2Ffortuna.ge%2Ffortuna-plus

საკმაოდ სოლიდური თანხა არ დაიშურა ლეონარდო დიკაპრიომ და ფონდში 3 მილიონი დოლარი გადარიცხა. მას მოჰყვა კაილი ჯენერი და ელოტონ ჯონი 1 მილიონი დოლარით, კაილი მინოუგი კი 500 000 დოლარით.

შეჯიბრი თუ ქველმოქმედება – რეალური მნიშვნელობა ამ ყველაფერს უკვე აღარ აქვს, მთავარი შედეგია!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები