65 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, შერონ სტოუნმა გაიხსენა საკულტო ფილმი, „ძირითადი ინსტინქტი“. 1992 წელს გამოსულმა თრილერმა ერთ ღამეში თავდაყირა დააყენა სტოუნის კინოკარიერა და ის სექსსიმბოლოდ აქცია.
„როცა ეს ფილმი გამოვიდა, მე ფაქტობრივად არავინ ვიყავი, მეორე დღეს კი, მე ჩემი BMW 325-ის მარკის ავტომობილით სათვალის საყიდლად გავემართე, გავჩერდი წითელზე და უცბად დავინახე ადამიანები, რომლებიც ჩემს მანქანაზე ძვრებოდნენ. როდესაც მწვანე აინთო, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იყო თუ არა კანონიერი, მანქანაზე ამომძვრალი ადამიანებით ავტომობილის მართვა“, – იხსენებს სტოუნი.
„მზად ზაფხულისთვის“ – 65 წლის შერონ სტოუნი ბიკინში გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს