LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ყოველ თვე 215 000 დოლარს ხარჯავს“ – რობერტ დე ნიროს ყოფილი ცოლის მოთხოვნების გამო ყველა როლზე დათანხმება უწევს

447
41860508-0-image-a-4-1618629928627

ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო და გრეის ჰაიტაუერი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ. ისინი ჯერ 9 წლის ვაჟის მეურვეობის საკითხებზე დაობდნენ, შემდეგ კი ქონებას ვერ იყოფდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დე ნირომ ბოლოს შესრულებული როლისთვის ფილმში „ირლანდიელი“ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მისი ქონება 500 მილიონ დოლარს სცდება, ეს მაინც არ არის საკმარისი.

ადვოკატების განცხადებით, მსახიობის ყოფილი ცოლი მოდურად ჩაცმის მოყვარულია და ძვირფას ბრენდებზე კოლოსალურ თანხას ხარჯავს.

„ის ყოველ თვე 215 000 დოლარს ხარჯავს“ , – აცხადებენ ლეგენდარული მსახიობის ადვოკატები.

დე ნირომ ყოფილ მეუღლეს წელიწადში 1 მილიონი დოლარი უნდა უხადოს. ამის გამო კი მას დაუღალავად შრომა და ყველანაირ როლზე დათანხმება უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები