რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო კვლავ მედიის ყურადღების ეპიცენტრში არიან. აპრილში 79 წლის დე ნიროს მეშვიდე შვილი ეყოლა. მასა და მის მეგობარ ქალს, ტიფანი ჩანს ქალიშვილი შეეძინათ. 82 წლის ალ პაჩინო კი 29 წლის ნურ ალფალაჰისგან მეოთხე შვილს ელოდება.
ახლახან დე ნირომ მეგობრისა და კოლეგის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა.
„ღმერთო, დალოცე ის, ალი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია“, – აცხადებს დე ნირო და ამბობს, რომ ის ძალიან ბედნიერია აღნიშნული სიახლით.
დედას ჰგავს თუ მამას? – 79 წლის რობერტ დე ნირომ შვილის სქესი და სახელი გაამხილა