რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. აპრილში 79 წლის დე ნიროს მეშვიდე შვილი ეყოლა. მასა და მის მეგობარ ქალს, ტიფანი ჩანს ქალიშვილი შეეძინათ. 82 წლის ალ პაჩინო კი 29 წლის ნურ ალფალაჰისგან მეოთხე შვილს ელოდება.
დედას ჰგავს თუ მამას? – 79 წლის რობერტ დე ნირომ შვილის სქესი და სახელი გაამხილა
ახლახან რობერტ დე ნირო გადაცემაში იყო მიწვეული სადაც მას ალ პაჩინოს შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
„ალ პაჩინოზე რას იტყვით? ალბათ თქვენი შვილები ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს…“
„კარგი შეკითხვაა, ერთად ითამაშებენ“, – უპასუხა რობერტმა.
ლეგენდარული მსახიობების შესახებ უამრავ კომენტარი ვრცელდება.
„ყველაფერში მაგარი ბიჭები“, „თავიდანვე ეტყობოდათ, რა მაგრებიც იყვნენ“, „სუპერ მამიკოები“, „დიდი მამიკოები“, – წერენ კომენტარებში.