არიან კინო-წყვილები, რომლებმაც ცნობილ ფილმებში შესრულებული როლებით  წარუშლელი კვალი დატოვეს ჰოლივუდის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი საერთო ფილმების გამოსვლიდან წლები გავიდა, ფანებს ყოველთვის აღფრთოვანება და ნოსტალგია ეძალებათ მათი ერთად დანახვის დროს. გავიხსენოთ დაუვიწყარი წყვილები მელოდრამებიდან, რომლებსაც დღესაც სიამოვნებით ვნახავდით. ვნახოთ, როგორები იყვნენ ისინი წლების წინ და როგორ გამოიყურებიან ახლა…

ოლივია ნიუტონ ჯონი და ჯონ ტრავოლტა – „ბრეოლინი“ / Grease (1978)

1978 წლის ჰიტი მიუზიკლის ვარსკვლავები ერთმანეთს გასულ წელს, ფლორიდაში შეხვდნენ, სადაც ფანდომის გამართულ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ მოირგეს სენდის და დენის როლები.

ოლივია ნიუტონ ჯონი -29 წლის, ჯონ ტრავოლტა – 24 წლის

ოლივია ნიუტონ ჯონი – 71 წლის, ჯონ ტრავოლტა – 66 წლის

            

ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო – „ტიტანიკი“ / Titanic (1997)

ქეითი და ლეონარდო „ტიტანიკის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს და მალევე დამეგობრდნენ. უინსლეტის თქმით, მათმა ურთიერთობამ ამდენ ხანს იმიტომ გასტანა, რომ ერთმანეთისადმი რომანტიული გრძნობები არასდროს ჰქონიათ. ლეონარდოსა და ქეითის ერთად გამოჩენას ფანები ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან.

ქეით უინსლეტი – 21 წლის, ლეონარდო დიკაპრიო – 22 წლის

ქეით უინსლეტი – 44 წლის, ლეონარდო დიკაპრიო – 45 წლის

ჰილარი სუონკი და ჯერარდ ბატლერი – „პ.ს. მე შენ მიყვარხარ“ / P.S. I Love You (2007)

„პ.ს. მე შენ მიყვარხარ“ ერთ-ერთია იმ ფილმებს შორის, რომელთა ნახვაც ერთდროულად გაგაცინებთ და აგატირებთ. მთავარი როლის შემსრულებლები, სკაროსანი ჰილარი სუონკი და ჯერარდ ბატლერი კი ერთმანეთს ფილმის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ, დაჯილდოების ერთ-ერთ ცერემონიალზე შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ მალე შეხვედრა შესაძლოა ისევ გადასაღებ მოედანზე მოუწიოთ, რადგან „პ.ს. მე შენ მიყვარხარ“ – ის სექველი უკვე ოფიციალურად დაანონსდა.

ჰილარი სუონკი – 32 წლის, ჯერარდ ბატლერი – 37 წლის

ჰილარი სუონკი – 45 წლის, ჯერარდ ბატლერი – 50 წლის

ქეით ჰადსონი და მეთიუ მაკკონაჰი – „როგორ დავკარგოთ მამაკაცი 10 დღეში“ / How to Lose a Guy in 10 Days (2003)

„როგორ დავკარგოთ მამაკაცი 10 დღეში“ რომანტიული კომედიაა, რომელიც ჟანრის მოყვარულებს დღემდე კარგად ახსოვთ, მთავარი როლის შემსრულებლები კი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ცოტა ხნის წინ მაკკონაჰიმ სოციალურ ქსელში ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ჰადსონი სახალისო კომენტარით გამოეხმაურა.

ქეით ჰადსონი – 24 წლის,  მეთიუ მაკკონაჰი – 33 წლის

ქეით ჰადსონი – 41 წლის,  მეთიუ მაკკონაჰი – 50 წლის

მეგ რაიანი და ბილი კრისტალი – „როცა ჰარი შეხვდა სალის“ / When Harry Met Sally (1989)

გასულ წელს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიული კომედიის პრემიერიდან 30 წლის შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი და ვარსკვლავები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ფილმის 30 წლის იუბილე მეგ რაიანმა და ბილი კრისტალმა სხვებთან ერთად ჰოლივუდის ჩინურ თეატრში აღნიშნეს.

მეგ რაიანი -27 წლის,  ბილი კრისტალი – 41 წლის

მეგ რაიანი – 58 წლის , ბილი კრისტალი – 72 წლის

ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი – „ლამაზმანი“ / Pretty Woman (1990)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მელოდრამა „ლამაზმანი“ დღემდე რჩება ჟანრის მოყვარულების საყვარელ ფილმად, ფილმის ვარსკვლავების წარმატებული კარიერა კი გრძელდება. ჯულია და რიჩარდი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან სხვადასხვა დაჯილდოებებზე.

ჯულია რობერტსი – 22 წლის, რიჩარდ გირი – 40 წლის

ჯულია რობერტსი – 52 წლის, რიჩარდ გირი – 70 წლის

ადამ სენდლერი და დრიუ ბერიმორი – „50 პირველი პაემანი“ / 50 First Dates (2004)

სენდლერი და ბერიმორი ერთმანეთს ცხოვრებაშიც კარგად უგებენ და გადასაღებ მოედანზეც. მათ ერთად 3 ფილმში ითამაშეს, მათ შორის „50 პირველ პაემანში“. ცოტა ხნის წინ სენდლერს ერთ-ერთ დაჯილდოებაზე პრიზი სწორედ დრიუმ გადასცა.

დრიუ ბერიმორი – 29 წლის, ადამ სენდლერი – 37 წლის

დრიუ ბერიმორი – 45 წლის, ადამ სენდლერი – 53 წლის

ალისია სილვერსტოუნი და პოლ რუდი –  „სულელი“ / Clueless (1995)

ალისია სილვერსტოუნი – 18 წლის,  პოლ რუდი -26 წლის

ალისია სილვერსტოუნი – 43 წლის,  პოლ რუდი – 51 წლის

„სულელი“ ისეთი წარმატებული ფილმია, რომ მისი სცენარის მიხედვით სერიალიც გადაიღეს. წარმატება და კარიერული წინსვლა პოლ რუდს და ალისია სილვერსტოუნს სწორედ ამ ფილმმა მოუტანა. პოლი და ალისია ერთმანეთს გასულ წელს, ჩიკაგოში გამართულ „კომიკ-კონზე“ შეხვდნენ.

რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი  – „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ / Bridget Jones’s Diary (2001)

ჰიუ გრანტს სულაც არ დავიწყებია თავისი შესრულებული როლი ბრიჯიტ ჯონსის ტრილოგიის პირველ ორ ფილმში. „გილოცავ ჯონს“ –  მიმართა მან ზელვეგერს „ბაფტას“ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც რენემ „ჯუდიში“ შესრულებული როლისათვის მთავარი პრიზი დაიმსახურა. მსახიობების შეხვედრას დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.

რენე ზელვეგერი – 32 წლის, ჰიუ გრანტი – 40 წლის

რენე ზელვეგერი – 51 წლის,  ჰიუ გრანტი – 59 წლის

 

ანტონიო ბანდერასი და კეტრინ ზეტა ჯონსი – „ზოროს ნიღაბი“ /  The Mask of Zorro (1998)

ყველასთვის საყვარელი „ზორო“ და მისი „მეუღლე“ ერთმანეთს გასულ წელს, „ოქროს ბლობუსის“ დაჯილდოებაზე შეხვდნენ. ანტონიომ და კეტრინმა ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოაცხადეს.

ანტონიო ბანდერასი – 37 წლის,  კეტრინ ზეტა ჯონსი – 28 წლის.

ანტონიო ბანდერასი – 59 წლის,  კეტრინ ზეტა ჯონსი – 50 წლის.

უაინონა რაიდერი და ეთან ჰოუკი – „რეალობა იკბინება“ / Reality Bites (1994)

„რეალობა იკბინება“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ამერიკელი ახალგაზრდები 90-იან წლებში. ფილმის მონაწილეები, მათ შორის უაინონა რაიდერი, ეთან ჰოუკი, ბენ სტილერი და ჯეინ ან გაროფალო ერთმანეთს გასულ წელს, ფილმების ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვდნენ.

უაინონა რაიდერი – 22 წლის,  ეთან ჰოუკი – 23 წლის

უაინონა რაიდერი – 48 წლის,  ეთან ჰოუკი – 49 წლის.

მაიკლ დუგლასი და გლენ კლოუზი – „საბედისწერო ლტოლვა“ / Fatal Attraction (1987)

„საბედისწერო ლტოლვა“ 1987 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, მისი ვარსკვლავები კი ერთმანეთს გასულ წელს, მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე შეხვდნენ.

მაიკლ დუგლასი – 42 წლის,  გლენ კლოუზი – 40 წლის

მაიკლ დუგლასი – 75 წლის,  გლენ კლოუზი – 73 წლის

მერილ სტრიპი და კლინტ ისტვუდი – „მედისონის ოლქის ხიდები“ / The Bridges of Madison County (1995)

„მედისონის ოლქის ხიდები“ როგორც სტრიპის, ასევე ისტვუდის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები გადასაღებ მოედანზე აღარ შეხვედრიან ერთმანეთს, მათი გზები წითელ ხალიჩაზე გადაიკვეთა.

მერილ სტრიპი – 46 წლის,  კლინტ ისტვუდი – 65 წლის.

მერილ სტრიპი – 71 წლის, კლინტ ისტვუდი – 90 წლის.

 

ალ პაჩინო და მიშელ პფაიფერი – „ნაიარევი სახე“ / Scarface (1983)

ალ პაჩინოს კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს ტონი მონტანა იკავებს „ნაიარევი სახიდან“. თავი პარტნიორ მიშელ პფაიფერს პაჩინო ფილმის პრემიერიდან 35 წლის შემდეგ, ტრიბეკას ფილმების ფესტივალზე შეხვდა.

ალ პაჩინო -43 წლის, მიშელ პფაიფერი – 25 წლის

ალ პაჩინო -80 წლის,  მიშელ პფაიფერი – 62 წლის

ელისონ ჰენინგენი და ჯეისონ ბიგზი – „ამერიკული ნამცხვარი“ / American Pie (1999)

არ შეიძლება საუკეთესო კომედიებზე საუბრისას ვინმეს მხედველობიდან „ამერიკული ნამცხვარი“ გამორჩეს. საგა არაერთ დაუვიწყარ პერსონაჟს აცნობს მაყურებელს, მათ შორის ჯიმს და მიშელს, რომლებიც მესამე ნაწილში ბოლოს და ბოლოს ქორწინდებიან. ფილმის ქასთის ნაწილი, მათ შორის ელისონი და ჯეისონი ერთმანეთს გასულ წელს, ფილმის პრემიერის 20 წლისთავზე შეხვდნენ.

ელისონ ჰენინგენი – 25 წლის,  ჯეისონ ბიგზი –  21 წლის.

ელისონ ჰენინგენი -46 წლის, ჯეისონ ბიგზი – 42 წლის.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05