სახელმწიფო უნდა გამოფხიზლდეს და გაახსენდეს თავდაპირველი მიზანი – ქვეყანაში მოქალაქე უნდა იყოს დაცული: ლანა გალდავა
"რადგან ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მათ ჩვენი ხმა გავაგონოთ" - გალდავა.
"რადგან ხელისუფლებას არ ესმის ხალხის, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მათ ჩვენი ხმა გავაგონოთ" - გალდავა.
"ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანარი ადეკვატური რეაგირება მთავრობის მხრიდან იმ ძალიან მძიმე ტრაგედიებზე, რომელიც გვესმის ბოლო პერიოდში" - სუბელიანი.
სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მარშს უერთდებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
"სამწუხაროდ და გასაოცრად, ძალიან ხშირად ქალებს ადანაშაულებენ, რომ მათ თავად გამოიწვიეს ეს მანიაკალური შემთხვევა, რომელიც გამართლებული არანარი გამომწვევობით არ შეიძლება იყოს. მითუმეტეს, როდესაც გაუპატიურებასა და ძალადობაზე ვსაუბრობთ."
კამპანია ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.