LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც სამართლებრივს ვეღარ ვუწოდებთ, ხელისუფლება თავად არის გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან: ნინო კვიტაიშვილი

131
FORTUNA.GE- (13)

“1000 მშობლის მარში” – ამ სახელწოდებით დღეს თბილისში აქცია მსვლელობა მოეწყო, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით კი მან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მარშს უერთდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

აქციაზე იმყოფება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კვიტაიშვილიც, რომელმაც “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ აფიქსირებენ პოზიციას ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით:

“დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 8 მარტს, დღეს, როცა ქალებმა დაუკავშირეს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა და დღეს ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა უკვე ძალიან მძიმე პრობლემის ირგვლივ დავაფიქსიროთ, რომელიც უკავშირდება, პირდაპირი გაგებით, ძალადობას და დიდი ხანია ჩვენ ვცხოვრობთ უკვე ისეთ სახელმწიფოში, რომელსაც სამართლებრივს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებთ, სადაც თავად ხელისუფლება არის გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან.” – განაცხადა კვიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, “ათასი მშობლის მარში” 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 დიდ ქალაქში ერთდროულად გაიმართება.

მივმართავთ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ უმძიმეს დანაშაულს ბავშვების წინააღმდეგ -“ათასი მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი აქცია დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები