13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრხ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულლწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს, ფსიქიატრულ დაწესებულებაში ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. სამედიცინო დაწესებულებაში ბრალის წარდგენა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა.
მკვლელობაში ბრალდებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.