„ძვირფას ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ევროკავშირთან ასოცირება არ ნიშნავს ხელისუფლების ლანძღვას, საკუთარი მოსახლეობის შეურაცხყოფას და პროცესის ხელშეშლას.“
მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან არასასურველი და ცუდი კადრი იყო, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სავარძელში იხილა, რაზეც „მძაფრი რეაქცია“ ჰქონდა.
„ამ სიტუაციაში ახალგაზრდებს არ გვრჩება სახლში ჯდომის მორალური უფლება. ჩვენი საერთო მომავალი არის დასაცავი და გადასარჩენი“, - წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.