„სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.“
საიას შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი.
საია იმედს გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დროულად და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.
მედიით გავრცელებულ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილ შეთანხმების პუნქტებზე, სადაც საუბარი ამნისტიის გამოცემაზეა, მაკო გომური Facebook-ზე ეხმიანება.