LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია მეზვრიშვილი: „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს“

184
ნათია მეზვრიშვილი

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მეზვრიშვილი გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე, რომლის თანახმადაც სასამართლომ დარღვევა დაადგინა. 

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

საია: სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა

„საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება“

მეზვრიშვილის თქმით, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დამ 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

როგორც ექსპრემიერის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დაამატა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, „რომელმაც 20 ივნისის მოვლენები აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასა და პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვა“.

„მოვუწოდებთ ყველას, გადაწყვეტილება გააშუქონ ობიექტურად და არა ტენდენციურად!სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდაულურად და არა უშუალოდ მინისტრის ბრძანებით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად რეზინის ტყვიების გამოყენება უკანონო იყო და ყველა შემთხვევაში გადამეტებით მოხდა. სასამართლო ამ ნაწილში დაეყრდნო როგორც გამოძიების მასალებს, ისე სახალხო დამცველის დასკვნას.

სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.

მაკო გომური: რა უნდა მითხრას, რომ შემხვდება? თავი უნდა იმართლოს ჩემთან? გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც „თვალთხარია“

ასე უპასუხა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულმა, მაკო გომურმა გადაცემის „პირველი სტუდია“ წამყვანს შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას მასთან შეხვედრის მცდელობა.

სასამართლომ მხოლოდ ის თქვა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევას გამოძიების ეფექტიანობის ნაწილში. იქაც ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დროულად დასრულებისკენ მოუწოდა.

ვუერთდებით სასამართლოს ამ მოწოდებას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყავით ამნისტიის წინააღმდეგი – დროა, ნათელი მოეფინოს რა ეტაპზეა გამოძიება!

გახარია 20 ივნისის მოვლენებზე: „პასუხისმგებელი ვარ, შს მინისტრი მე ვიყავი და ამ ღონისძიებას პირადად ვხელმძღვანელობდი“

ვაფრთხილებთ ყველა პოლიტიკურ, მედია თუ სხვა აქტორს – გადაწყვეტილების ტენდენციურ განმარტებაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

აქვე, მოვუწოდებთ „ოცნებას“ – სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ძალადობრივი დემონსტრაციის აღკვეთას, როგორიც იყო შტურმი პარლამენტზე. ეს გადაწყვეტილება „ოცნებას“ ვერ მიანიჭებს მშვიდობიანი აქციის ძალადობით დაშლის ლეგიტიმაციას, რასაც მისი მხრიდან უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი“. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.