„ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა?“ - წერს თეა ტაბატაძე.
მათივე ცნობით, „7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა“.
„მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“.