LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის აგვისტოს ომი

„დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო“ – დიმიტრი მედვედევი

მის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა“

„საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად“ - წერს ირაკლი კობახიძე.

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის და: „ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი და არც გმირის ოჯახის წევრებს, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან და იქ მოუხადოს ბოდიში და იქ იცხოვრონ“

„ქართულ დროშაზე არ შედგა ფეხით, ასე წამებით მოკლეს და შემდეგ დაღუპულიც კი შეურაცხყვეს და როგორ შეიძლება, რომ მე რუსს და ოსს ვუწოდო მოძმე და ძმა, როგორ უნდა მქონდეს მიმღებლობა მათი ამ ქვეყანაში, არანაირად“ - უთხრა შმაგი სოფრომაძის დამ „ტვ პირველს“.