LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის აგვისტოს ომი

შალვა პაპუაშვილი: „2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა“

„ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სახით. რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა, რათა მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებით“ - თქვა პაპუაშვილმა.

„რაც ამ დღეებში ხდება ბოროტებაა!ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე შეურაცხყოფაა… რუსეთი მტერია და მტერია ყველა, ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს“ – აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე

„ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა? თავის შეწირვა?“ - წერს თეა ტაბატაძე.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა იყო, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“ – „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მათივე ცნობით, „7 აგვისტოს ცხინვალის მასირებული დაბომბვა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულთა მხოლოდ კულმინაცია იყო, რომელმაც შედეგად საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დაკარგვა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, 400-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და 30 ათასი ადამიანის დევნილობა მოიტანა“.

„კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“ – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

„მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“.