დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ მოტანილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ჩხვირკიამ ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ ამ მასალით მისი ბრალი ვერ დასტურდება.
„დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება, სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“ - თქვა გიორგი ჩახუნაშვილმა.