„მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ დაიწყოს", - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.