როგორც მედია წერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია.
როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.
პრესრელიზშია აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, იღებს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.
როგორც ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილება, არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია.