მან მადლობა გადაუხადა იმ სასტუმროების მფლობელებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინეს.
სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც მისმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, სამართალდამცველებს დამაზუსტებელი კითხვები ჰქონდათ. ამასთან, კობაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას სთხოვეს იმ პირებთან დაკავშირება, რომელთაც ბინები აღნიშნულ კორპუსში აქვთ ნაყიდი, თუმცა იქ არ ცხოვრობენ.