„თუ ვსაუბრობთ ჟენევის დისკუსიებზე, მაშინ განიხილება შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელზეც მოვითხოვთ, ხელი მოაწეროს ქართულმა მხარემ“ - ამბობს არძინბა.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კასიანოვთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა საკითხები განხილული არ იქნება.
„ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს იცნობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.