როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო.