„საკმაოდ ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა“ - ამბობს ინფექციონისტი.
ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს.
„მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმეს ჯერ არ ჩაუტარებია ტესტირება - ჩაიტაროს, იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითი იქნება, ვურჩევ იმკურნალოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლაშა აბესაძემ გადაცემაში „დღის თემა“.