"რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად "აბა ომი გინდა"-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ" - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
"ტრენდად იქცა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ან მასთან ასოცირებული მოძრაობები რაიმეს თუ "ჩააფლავებენ", ან არანაირი გეგმა არ აქვთ კრიზისის განმუხტვის, მაშინვე იწყება ჩვენზე ყველაფრის გადმობრალება" - წერს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქმა, რომ „უკრაინა დაიჩაგრა“. როგორც ელისაშვილი განმარტავს, პრემიერის ეს განცხადება სამარცხვინოა.