„ამ დროს მეგობრები ვართ, მე მგონია, რომ ახლაც მეგობრები ვართ და ვიქნებით და ალბათ, ბატონი შალვა მერე მიხვდება, რატომ გააჟღერა ამ კონტექსტში ჩემი გვარი და ჩვენი საექსპერტო დაწესებულება.. გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, წლები გვაკავშირებს“ - განაცხადა ექსპერტმა.
ვატო წერეთელი წერს, რომ ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ „დასკვნა“ სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.